9 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 9 ივნისს 11:00-დან 14:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 646 აბონენტს ახალ სამგორში, გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერასა და მიმდებარე ტერიტორიაზე; 11 ივნისს 10:00-დან 14:00 საათამდე 325 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში თელეთი, მარტყოფი, მთისძირი, ყარაჯალარი, ველი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 13:00 საათამდე 160 აბონენტს რუსთავში გონაშვილის, თბილისის, იალღუჯის, მეგობრობის, ყაზბეგის, დოლიძის, ბაქოს და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
09.06.2018