8 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ივნისს

10:30-დან 18:00 საათამდე შუალედში ელექტროენერგიისმიწოდება შეეზღუდება 3968 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში შაუმიანი, ხიხანი, დაშტაფა, მამუთლო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 19:00 საათამდე 424 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში მამიშლო, საფარლო, ანგრევანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 16:00 საათამდე 693 აბონენტს ფოლადაანთკარში, გამარჯვებაში, გარდაბანში, ყარაჯალარსა და მიმდებარე სოფლებში, 11:20-დან 19:00 საათამდე 1730 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ალექსეევკა, ირაგა, ღოლოვანი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 18:00 საათამდე 13 აბონენტს რუსთავში მე-7 მიკრო რაიონში, გაგარინის, გარეჯის, ქაშაკაშვილის, სააკაძის, ბათუმის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

07.06.2018