14 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 თებერვალს

ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 86 აბონენტს ახალ სამგორში. 10:00-დან 18:00 საათამდე - 1534 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში.  11:00-დან 13:30 საათამდე - 74 აბონენტს პობედასა და ლემშვენიერაში. 13:30-დან 17:00 საათამდე - 1638 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 16:00 საათამდე - 2 აბონენტს რუსთავში მარის არხთან. 11:00-დან 14:00 საათამდე - 1874 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნახიდური, სავანეთი, ხიდისყური, მამხუთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:30 საათამდე - 1111 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი, იალღუჯის დასახლებაში. 11:00-დან 17:00 საათამდე - 567 აბონენტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში წყლულეთი, დიდგორი, ვანათი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებში. 15:00-დან 17:00 საათამდე - 2550 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, საფარლო, კამიშლო, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

13.02.2018