13 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 13 თებერვალს

ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 86 აბონენტს ახალ სამგორში. 12:00-დან 17:00 საათამდე - 1638 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 14:00 საათამდე - 132 აბონენტს გარდაბანში კოსმონავტების, გამარჯვების, სადგურის, რობაქიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე. 14:00-დან 15:00 საათამდე - 358 აბონენტს გარდაბანში კონსტიტუციის, რუხაძის, მუსტაფაევის, სამედ ვურგუნის, ტოლსტოის და მიმდებარე ქუჩებზე. 15:00-დან 16:00 საათამდე - 91 აბონენტს გარდაბანში აღმაშენებლის, პუშკინის, აზიზბეკოვის, პირველი მაისის და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 767 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სავანეთი, მუხრანა, ხიდისყური, ცურტავი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 1874 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში განთიადი, დიდი დმანისი, კიზილქილისა, ვარდისუბანი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 392 აბონენტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში ამლივი, ტბისი, ფარცხისი, ორბეთი, ჯორჯიაშვილი. 11:00-დან 14:00 საათამდე - 13650 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადახლო, კასუმლო, ზემო სარალი, შულავერი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

12.02.2018