12 თებერვალს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 თებერვალს

ელექტროენერგიის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე შეეზღუდება 86 აბონენტს ახალ სამგორში. 13:00-დან 17:00 საათამდე - 1698 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაზარლო, ვახტანგისი, ქესალო, თაზაქენდი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 18:00 საათამდე - 762 აბონენტს ბოლნისის მუნიციპალიტეტის . ბოლნისში სიონის, სანაპიროს, მაშავერას, სულხან საბას ქუჩებზე, სოფლებში რატევანი, აკაურთა, ზვარეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 12:00 საათამდე - 2550 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, ბაზაქლო, პანტიანი, მთისძირი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-დან 13:00 საათამდე - 679 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ამარლო, იაღუფლო, ქარიანი, სოგუთლო და მიმდებარე სოფლებში. 13:00-დან 14:00 საათამდე - 1155 აბონენტს დმანისში 9 აპრილის, გამსახურდიას, თევდორე მღვდლის, მერაბ კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე. 11:00-დან 18:00 საათამდე - 603 აბონენტს მანგლისში გვრიტიშვილის, დემეტრაშვილის, კლდიაშვილის, განთიადის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

 

09.02.2018