12 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 იანვარს ელექტროენერგიის მიწოდება 13:00-დან 15:00 საათამდე შეეზღუდება 793 აბონენტს რუსთავში მეგობრობის, ფალიაშვილის, ახმეტელის, ლომოურის ქუჩებზე. 14:00-დან 15:30 საათამდე - 157 აბონენტს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ფონიჭალა, კრწანისი, თელეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე. 11:30-დან 18:00 საათამდე - 678 აბონენტს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში გომარეთი, ველისპირი, სარკინეთი, ველისპირი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 17:00 საათამდე - 113 აბონენტს ბოლნისში სტალინის, გამსახურდიას, სამთოს ქუჩებზე, სოფელ წერეთელში, მარნეულის სამხედრო ნაწილში და იალღუჯის დასახლებაში. 10:00-დან 18:00 საათამდე - 2771 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სადახლო, მოლაოღლი, ხულდარა, სადახლო, ტაზაკენდი და მიმდებარე სოფლებში. 10:00-დან 18:00 საათამდე - 1109 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლეჟბადინი, ქესალო, კაპანახჩი, ალგეთი და მიმდებარე სოფლებში. 11:00-დან 13:00 საათამდე - 256 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში წითელსოფელი, შულავერი. 11:00-დან 13:00 საათამდე - 3099 აბონენტს მარნეულში რუსთაველის, გამსახურდიას, სულხან-საბა, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე. 13:00-დან 15:00 საათამდე - 166 აბონენტს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში. 15:00-დან 16:00 საათამდე - 56 აბონენტს ქვემო სარალში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.
11.01.2018