კომპანია რუსთავის წყალი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

12 იანვარს კომპანია „რუსთავის წყალი“ ქალაქ რუსთავში, მოსახლეობის წყალმომარაგების

სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.ტექნიკური სამუშაოების ჩატარებისთვის აუცილებელია ქალაქ რუსთავის მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 იანვრის, ღამის 01:00 საათიდან 13 იანვრის, ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს.აღნიშნული სამუშაოების დროს ქალაქ რუსთავის მოსახლეობას მოემსახურება 3 ცისტერნა.

 

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია რუსთავის წყალი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 22 00 11 და ფეისბუქის საშუალებით.

10.01.2018