7 დეკემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 678 აბონენტს გარდაბნის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, ტაზა-მახლა, კარათაკლა, კუმისი, თელეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე, 10:00-დან 18:00 საათამდე 190 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში ალგეთი, რასულზადე, საბირკენდი და მიმდებარედ, 11:00-დან 18:00 საათამდე 2513 აბონენტს დმანისის რაიონის სოფლებში კამარლო, დაგარახლო, სოგუთლო, საფარლო, ამამლო და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 15:00 საათამდე 1411 აბონენტს ბოლნისის რაიონის სოფლებში ნახიდური, მუხრანა, ბალახაური და მიმდებარე სოფლებში, 12:05-დან 13:10 საათამდე 22 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში პირველი შამთა და შამთა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში
06.12.2017