11 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 ოქტომბერს

10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 105 აბონენტს წალკის რაიონის სოფელ ბედიანში, 11:00-დან 16:00 საათამდე 1658 აბონენტს მარნეულის რაიონის სოფლებში აზიზქენდი, თაზაქენდი, გაჯისაქენდი, მუღანლო და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 18:00 საათამდე შუალედში 1 საათით 8745 აბონენტს რუსთავში მესხიშვილის, ლესელიძის, ლეონიძის, გონაშვილის, მეგობრობის და მიმდებარე ქუჩებზე, 11:30-დან 18:00 საათამდე 2083 აბონენტს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, ჯორჯიაშვილი, ენაგეთი, ბორბალო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე თეთრწყაროში გრიბოედოვის, ფალიაშვილის, თევდორე მღვდლის და მიმდებარე ქუჩებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.

 

10.10.2017