არსებული ინფორმაციით ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა
არსებული ინფორმაციით ქვემო ქართლის გუბერნატორად გრიგოლ ნემსაძე დაინიშნა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, აქამდე მას საჯარო სამსახურში არ უმუშავია, ის დაცვის სამსახური ,,ალგანის" ერთ–ერთი დამფუძნებელი და ბიზნესმენია. 

დღეს 17:00 საათზე რეგიონულიგანვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ახალ გუბერნატორს სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში წარადგენს. აღნიშნული ინფორმაცია ,,ქვემო ქართლის ტელეკომპანიას" სამინისტროში დაუდასტურეს

შეგახსენებთ, ქვემო ქართლის ყოფილმა გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დაახლოებით 1 თვის წინ დატოვა.