5 მსხვერპლი და 136 ფაქტი - რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა
სამი თვის განვალობაში რუსთავში ავტო საგზაო შემთხვევებს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია TV ქვემო ქართლმა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველზე მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით 2017 წლის 1 იანვრიდან - 30 მარტის ჩათვლით ქალაქ რუსთავში 136 ავტოსაგზაო ფაქტი დაფიქსირდა . აქედან 5 შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 25 ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
რაც შეეხება ამავე პერიოდში დაწერილ ჯარიმებს - სამ თვეში ჯარიმათა რაოდენობამ თანხობრივი მონაცემებით 27 750 ლარი შეადგინა.