ბიბლიოთეკის კვირეული დასრულდა
საბიბლიოთეკო კვირეული დასრულდა. რუსთავის ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკაში კვირეულის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე მთელი კვირის განმავლობაში ჩატარებული აქტივობების პრეზენტაცია მოხდა, რის შემდეგაც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული მკითხველებისა და ბიბლიოთეკის თანამშრომლების დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა. პრეზენტაციას რუსთავის მერიის, საკრებულოსა და ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.