ისარგებლებენ თუ არა საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეები საყოველთაო დაზღვევით?!
1000 ლარზე ნაკლები ღირებულების გეგმიური სტაციონარული მომსახურება საშუალო შემოსავლის მქონე პირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით აღარ დაუფინანსდებათ. აღნიშნული განცხადება დავით სერგეენკომ გააკეთა და დააკონკრეტა, რომ თუ ასეთ პირებს აქამდე გადაუდებელი  მომსახურება 100% ით აუნაზღაურდებოდათ ამის შემდეგ მხოლოდ 90%ით დაუფინანსდებათ ხოლო 10%–ის გადახდა თვითონ მოუწევთ.


”გეგმიურ სტაციონარულ მომსახურებაში ის, რისი ღირებულებაც არის 1000 ლარზე ნაკლები, უნდა გადაიხადონ თვითონ და სახელმწიფო შეეხიდება მათ 1001 ლარიდან. აქაც თანხის დაზოგვასთან ერთად არასაჭირო ინტერვენციების დაზოგვაა. გეგმიურად სტაციონარში შესაძლოა ადამიანი მოხვდეს ბევრი მიზეზით, მათ შორის ქირურგიული ოპერაციის საჭიროებითაც”–განაცხადა მინისტრმა.

სერგეენკომ ასევე ისაუბრა საავადმყოფოების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით და დასძინა: 


”როდესაც საავადმყოფოს აქვს გარანტია, რომ მთლიანად თანხას იხდის სახელმწიფო, მას მეტი მოტივაცია აქვს, რომ როდესაც არის შანსი, რომ არ გაკეთდეს ოპერაცია, მაინც გააკეთოს და ჩვენ ამას გვაჩვენებს როგორც საერთაშორისო გამოცდილება, ასევე ჩვენი რეალური ანალიზი. სოციალურად დაუცველებში, რომლებსაც თანადაფინანსების ნაწილს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უხდიან, ქირურგიული ოპერაციების თუ კვლევების რაოდენობა მინიმუმ 1.5-ჯერ აღემატება იგივე ასაკობრივ ჯგუფში იგივე ჯანმრთელობის რისკების მოსახლეობის ჩარევებს”

მინისტრის განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში შესული ცვლილებები ყველაზე მეტად მაღალი შემოსავლის მქონე პირებმა იგრძნეს:

”32 000-დან მხოლოდ 20 000 სარგებლობდა კერძო დაზღვევით. მთლიანობაში, 40 000-ზე მეტი შემოსავალი ვისაც აქვს, არ ექნება საყოველთაო დაზღვევა, საშუალო შემოსავლის მქონეს ან კერძო უნდა ჰქონდეს ან საყოველთაო, ორივე სადაზღვევო პაკეტის პრივილეგია აქვს, ვისაც აქვს 1000 ლარზე ნაკლები შემოსავალი და ვინც არის მიზნობრივ ჯგუფებში - ბავშვი, პედაგოგი და ა.შ.”




წყარო:radiopalitra.ge