ამბოხება ბრაზილიის ციხეში
ამ წლის განმავლობაში ბრაზილიურ ციხეებში უკვე მესამე ამბოხება მოხდა. როგორც BBC იტყობინება,  "ალკაკუზის" ციხეში არეულობა შაბათს შუადღისას დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კრიმინალური დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ პატიმრების ნაწილს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ სამ პატიმარს თავი მოაჭრეს ხოლო რეალურად დაღუპულების რაოდენობა ჯერ ჯერობით უცნობია, ვინაიდან ციხე მთლიანად ამბოხებულთა კონტროლსაა დაქვემდებარებული და პოლიცია ვერ ახერხებს შეღწევას.

ციხესთან პატიმრების ნათესავები არიან შეკრებილნი და ელიან ინფორმაციას.

"აღნიშნული ამბოხების შედეგად ვერც ერთმა პატიმარმა ვერ მოახერხა გაქცევა" აცხადებს მაიორი ველინგტონ კამილო, მისივე ინფორმაციით პოლიციელები ციხის გარშემო არიან მობილიზებულნი ისინი დილამდე დაიცდიან და შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეეცდებიან შეღწევას.