LIBE-ს კომიტეტის მხარდაჭერა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლას
ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთ კომიტეტმა (LIBE) მხარი დაუჭირა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 45-მა დეპუტატმა, აქედან 42 ვიზალიბერალიზაციის მომხრე იყო, 2 წინააღმდეგი ხოლო 1-მა თავი შეიკავა.

პლენარული კენჭისყრა თებერვალში გაიმართება, ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ გვერდზე პლენარული სხდომის თარიღად 2 თებერვალია მითითებული.

როგორც მოგეხსენებათ, 2016 წლის 13 დეკემბერს ევროკავშირის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტმა (Coreper) დაადასტურა ევროკავშირის საბჭოს მიერ ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმება საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხზე და მიღწეულია პოლიტიკური შეთანხმება იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ექნებათ