ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება.

რუსთავი ნატახტარი ჟინვალი - ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება.


 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, თბილისის ახალი შემოვლითი გზისა და ნატახტარი-ჟინვალის 28 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.პროექტი, ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტარიდან ჟინვალამდე ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.საპროექტო დოკუმენტაციას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ მოაწერა. პროექტის ღირებულება 6 049 671.20 ევრო და 6 891 609.46 ლარს შეადგენს. სამუშაოები 2017–2018წლებში დაიწყება და დაწყებიდან 15თვეში დასრულდება.

02.06.2017