გამოკითხულთა 18%-ისთვის ბავშვის ფიზიკური დასჯა მისაღებია
CRRC-მ საქართველოში კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგები ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 18 პროცენტისთვის ბავშვის ფიზიკური დასჯის რომელიმე ფორმა მისაღებია, მათ შორის, შეჯანჯღარება ან ჩქმეტა, ხელით ან რაიმე საგნით უკანალზე წამორტყმა.ხოლო მოსახლეობის 75%– ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მშობელმა ბავშვისთვის უნდა გააკეთოს, განათლების მიცემაა შემდეგ მოდის ბავშვზე ზრუნვა და ბოლოს მისი დისციპლინირება.
ორგანიზაციამ კვლევა ტელეფონის საშუალებით ჩაატარა, რაც მიზნად ბავშვის აღზრდის შესახებ მოსახლეობის აზრის კვლევას ისახავდა.
91%-ს აზრით, ბავშვისთვის იმის ახსნა, თუ რატომ არის ცუდი მისი საქციელი, აღზრდის ყველაზე მისაღები ფორმაა, მაგრამ ამავდროულად, 18%-სთვის ფიზიკური დასჯის რომელიმე ფორმაც მისაღებია, მათ შორის, შეჯანჯღარება ან ჩქმეტა, ხელით, ან რაიმე საგნით უკანალზე წამორტყმა, ყურის აწევა და სხვ. გამოკითხულთა 29%-სთვის კი, ყვირილია მისაღები
სულ ქვეყნის მასშტაბით 726 ადამიანი გამოიკითხა, რომლებთანაც დაკავშირება შემთხვევითი წესით მოხდა. კვლევის შედეგების ცდომილების ზღვარი საშუალოდ 2.9%-ის ტოლია
31.05.2017