3 მაისი-პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე
პრესის საერთაშორისო დღე აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაარსდა, რომლებმაც  ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ დაიწყეს აფრიკის კონტინენტზე თავისუფლებისთვის ბრძოლა.

1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტები შეიკრიბნენ ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონალურ სემინარზე, რომელიც შეეხებოდა დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას. მათ მიიღეს ე. წ. „ვინდჰუკის დეკლარაცია“, რომლითაც მოუწოდეს ქვეყნების მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფა. ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ 3 მაისს აღენიშნა თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე. 

დღეს გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს მიმართა და ეს დღე მიულოცა:

,,ქართულ მედიას ვულოცავ პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს! წლების განმავლობაში თქვენი პროფესიონალიზმით, შეუპოვრობით, ენთუზიაზმით თქვენ შედექით რეალურ მეოთხე ხელისუფლებად.

თქვენ შეძელით, რომ ერთდროულად შეგექმნათ საინფორმაციო ველი და საზოგადოებრივი განწყობა; თქვენ შეძელით ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი. რეალურად, ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სივრცეს თქვენი ყოველდღიური მუშაობა განაპირობებს.

მინდა, მადლობა გითხრათ ამისათვის და გისურვოთ მომავალი წარმატებები"–ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.
03.05.2017